Belive

ლაციო იტალიის თასის გამარჯვებულია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რომის "ლაციო" იტალიის თასის გამარჯვებულია. გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში "ატალანტას" 0:2 მოუგო და ჯილდოს მფლობელი ისტორიაში მეშვიდედ გახდა. თასის მოგებასთან ერთად, რომაელებმა ევროპა ლიგის საგზურიც მიოპოვეს. იტალიის თასის ფინალური შეხვედრა, რომელიც ტრადიციულად, რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, 82-ე წუთამდე უგოლოდ მიმდინარეობდა. ანგარიშის გახსნა კი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა მოახერხა. მატჩის ბოლო წუთზე, სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ხოაკინ კორეამ მეტოქე დასაჯა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა. რომის "ლაციოსთვის" ეს მე-10 ფინალი იყო. გუნდმა ეს ჯილდო ბოლოს 2013 წელს მოიგო, მას შემდეგ კი ფინალში ორჯერ წააგო - ორივეჯერ ტურინის "იუვენტუსთან", 2015 და 2017 წლებში. "ატალანტა" იტალიის თასის ფინალში ზედიზედ მესამედ დამარცხდა. ტიტულის მოგება კი ერთადერთხელ -  შორეულ1963 წელს მოახერხა.

სხვა სტატიები