Belive

ლაციო მილინკოვიჩ-სავიჩს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რომის „ლაციო“ ნახევარმცელს, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს განახლებულ კონტრაქტს შესთავაზებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია იტალიურ მედიაში ვრცელდება. ცნობილია, რომ „ლაციო“ სერბ ფეხბურთელს გუნდში დარჩენას 2023 წლამდე და წელიწადში 3.2 მილიონ ევროს შესთავაზებს. 23 წლის მილინკოვიჩ-სავიჩმა უკანასკნელ პერიოდში დიდი პროგრესი განიცადა და შედეგად, Transfermarkt მის სატრანსფერო ფასს 90 მილიონ ევროდ აფასებს. მეორე მხრივ, სავარაუდოა რომ სწორედ აღნიშნული ფასი გახდა სავიჩის "ლაციოში" დარჩენის მთავარი მიზეზი. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტი ყოფილი სერბი ფეხბურთელი, მატეა კეჟმანია.

სხვა სტატიები