Belive

ლაციოს პრეზიდენტი: "იუვეს და ინტერის გარდა, ყველა ჩვენ გვგულშემატკივრობს" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ინტერთან" პრინციპულ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, "ლაციოს" პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ მისი გუნდის უჩვეულოდ კარგ სათამაშო ფორმაზე ისაუბრა. "მატჩის შემდეგ მილოცვები არამხოლოდ "ლაციოს" გულშემატკივრებისგან, არამედ ბევრი იმ სხვა ადამიანისგან მივიღე, რომელიც ჩვენს კლუბთან კავშირში არ არის. სიმართლე ისაა, რომ იტალიაში ყველას "იუვენტუსის" მონოპოლიის დამარცხება სურს. ამჟამად, "იუვენტუსის" და "ინტერის" ქომაგების გარდა ყველას ჩვენ გვგულშემატკივრობს. კვირას გამართული მატჩის შემდეგ, ყველაზე სასიამოვნო არა მოსალოცი შეტყობინებები, არამედ ის დრო იყო, როცა გასახდელში შევედი. დავინახე 5 თუ 6 ფეხბურთელი, რომელიც გამარჯვებას ზეიმობდა და მოსალოცად ჩემკენ გამოიქცა. ეს უდიდესი ადრენალინი იყო. ისინი ყვიროდნენ: "პრეზიდენტო, გვიყურეთ დღეს? ნახეთ რისი გაკეთება მოვახერხეთ? ისინი გიჟებივით მხიარულები იყვნენ",-თქვა რომაული კლუბის პრეზიდენტმა. "არწივებს" 56 ქულა აქვთ და მოქმედ ჩემპიონს მინიმალური სხვაობით ჩამორჩებიან. 26 მარტს, რომაელები "ბებერ ქალბატონს" დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში იდეალური საჩემპიონო შანსი ექნებათ.

სხვა სტატიები