Belive

ლაციოს სპორტულ დირექტორს თავს პიტბული დაესხა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Corriere dello Sport-ის ინფორმაციის თანახმად, "ლაციოს" სპორტულ დირექტორს და მის ორ პუდელს თავს გაავებული პიტბული დაესხა. "ლაციოს" სპორტული დირექტორი იგლი ტარე საკუთარი ვილის მახლობლად რომის გარეუბანში მშვიდად სეირნობდა თავის ორ საყვარელ პუდელთან ერთად, რა დროსაც მათ გაავებული პიტბული დაესხა თავს. ტარემ პიტბულის მოგერიება სცადა და ფეხის ტრავმა მიიღო. პუდელებს ნაკლებად გაუმართლათ: ერთ-ერთი მათგანი პიტბულმა სასიკვდილოდ დაკბინა, ხოლო მე-2 მძიმედ დაშავდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ შეიმუშავებს უსაფრთხოების სისტემას მოსახლეობისთვის, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს. ასევე ადგილობრივი ხელისუფლება მზად არის სასამართლო პროცესზე სამოქალაქო მხარედ გამოვიდეს მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებით. იგლი ტარე "ლაციოს" სპორტული დირექტორის თანამდებობას 2009 წლიდან იკავებს.  

სხვა სტატიები