Belive

ლაციოსთან შეხვედრაში რონალდუმ ტრავმა მიიღო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კვირას სერია ა-ს მე-7 ტურში "ლაციომ" "იუვენტუსს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ბოლო 15 წუთის გამოტოვება მოუხდა. ანდრეა პირლომ დაადასტურა, რომ რონალდუმ კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო. პორტუგალიელმა თავისი გუნდი პირველ ტაიმში მე-15 წუთზე დააწინაურა, 76-ე წუთზე მისი შეცვლა გახდა საჭირო "ლაციოს" ნახევრამცველ ლუის ალბერტოსთან შეჯახების გამო. რონალდუს მაგივრად პაულო დიბალა შემოვიდა. პირლომ ვერ შეძლო ეთქვა, თუ რამდენად სერიოზულია კრიშტიანუს ტრავმა. პირლომ DAZN- ს განუცხადა: " რონალდუ საკვანძო მოთამაშეა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა იმ კლუბისთვის, სადაც კი უთამაშია. სამწუხაროდ, მან ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა". 7 შეხვედრის შემდეგ ტურინელებს 13 ქულა მოუგროვდათ და ლიდერ "მილანს" 3 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მილანს მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. 8 ნოემბერს "მილანი" ვერონას დაუპირისპირდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია პორტუგალიელის ტრავმა.

სხვა სტატიები