Belive

ლაუტარო მარტინესი: "ბარსელონაში ფინანსური პრობლემების გამო ვერ გადავედი"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2019/20 წლების სეზონის სატრანსფერო პერიოდში, ლაუტარო მარტინესი "ბლაუგრანაში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერი ესპანური კლუბის ფინანსური პრობლემების გამო ჩაიშალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ესპანურ და იტალიურ მედიაში ინფორმაცია ხშირად ვრცელდებოდა. ტრანფერის ჩაშლიდან გამომდინარე, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თითქოს ეს ყოველივე ჭორებს უკავშირდებოდა. თუმცა არგენტინელმა ფორვარდმა მოლაპარაკების პროცესის შესახებ ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა.
"ბარსელონაში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მესისაც კი ველაპარაკე. თუმცა ბლაუგრანას იმ პერიოდში ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ამიტომაც ინტერში დარჩენა გადავწყვიტე. როგორც აღმოჩნდა, სწორი ნაბიჯი გადავდგი, რადგან გუნდთან ერთად სკუდეტო მოვიგე", -  თქვა ლაუტარომ.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთში სათამაშოდ გადასვლასთან ლაუტარო მარტინესი კარიერის დასაწყისშიც იყო - მისი შეძენა მადრიდის "რეალს" სურდა, თუმცა საკმაოდ უცნაური მიზეზით, არგენტინელი "რეალში" არ გადავიდა.
როდესაც არგენტინულ რასინგში ვთამაშობდი, ჩემთან სანტიაგო სოლარი მოვიდა. მაშინ ის "რეალის" ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა. გუნდმა კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ მაშინ ესპანეთში გადასვლისთვის მზად არ ვიყავი", - აღნიშნა ფეხბურთელმა.
მიმდინარე სეზონში მარტინესმა 44 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 17 გოლის გატანა და 9 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები