Belive

ლაუტარო მარტინესი: "ეს მარცხი ძალიან მტკივა..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წლის მუნდიალზე პირველი დიდი სენსაცია დაფიქსირდა – არგენტინის ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საუდის არაბეთთან 1:2 დამარცხდა

მატჩის შემდეგ არგენტინის ნაკრებისა და "ინტერის" ფორვარდმა - ლაუტარო მარტინესმა კომენტარი გააკეთა.

"ეს მარცხი ძალიან მტკივა. დიდი იმედი გვქონდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მოგებით დავიწყებდით, თუმცა თამაში ჩვენი შეცდომების გამო წავაგეთ.

იყო დეტალები, რომლებმაც საბოლოოდ ანგარიშზე იმოქმედა. ჩვენი მთავარი მიზანია შეცდომები გამოვასწოროთ. პირველ ტაიმში ერთზე მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ეს მსოფლიო ჩემპიონატია და ახლა ორი მატჩი გვაქვს მოსაგები."

არგენტინელები შემდეგ მატჩს 26 ნოემბერს მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები