Belive

ლაუტარო მარტინესი მადრიდის რეალში გადასვლასთან ძალიან ახლოს არის

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ფორვარდი - ლაუტარო მარტინესი მადრიდის "რეალს" მიუახლოვდა. როგორც "ელმუნდო დეპორტივო" იუწყება, 23 წლის არგენტინელი ფეხბურთელი მადრიდულ კლუბთან კონტრაქტზე უკვე შეთანხმდა. თუ ეს ტრანსფერი შედგება, მადრიდის "რეალი" "ინტერს" £92 მილიონს გადაუხდის. ტრანსფერში ასევე ჩაერთვება სერბი ფორვარდი - ლუკა იოვიჩი, რომელიც ამ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში "ინტერში" გადავა. ლაუტარო მარტინესი მილანურ კლუბში 2018 წელს ჩაირიცხა და მას შემდეგ 84 მატჩი ჩაატარა, სადაც გოლით თავი 30-ჯერ გამოიჩინა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები