Belive

ლაუტარო მარტინესისა და ბარსელონას გზები გაიყო?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის გახსნის შემდეგ შემადგენლობის გაძლიერების მსურველი გუნდები დასახული მიზნების სისრულეში მოყვანისაკენ აქტიურად ისწრაფვიან. ლა ლიგის გრანდის "ბარსელონას" უდიდესი ინტერესი არგენტინელი ფეხბურთელის ლაუტარო მარტინესის მიმართ საკმაოდ დიდი ხნის წინ გასაჯაროვდა. პანდემიის პერიოდში გუნდი აქტიურად ცდილობდა დასახული მიზანი სულ უფრო რეალური გაეხადა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფეხბურთელი "ინტერის" საკუთრებაშია, რომელთა ასევე უდიდესი სურვილია, რომ მარტინესმა გუნდი არ დატოვოს. მას შემდეგ, რაც ლაუტარო მარტინესის სატრანსფერო ღირებულება გამოქვეყნდა, კატალონიელებმა უკან დაიხიეს - "ინტერმა" ფეხბურთელი 111 მილიონი ევრო დააფასა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იტალიელები აქტიურად ცდილობენ ლაუტარო მარტინესის შენარჩუნებას - როგორც ცნობილია, "ინტერმა" ფეხბურთელს არაერთი შეთავაზება გაუკეთა და კვლავ აქტიურად იბრძვიან იმისათვის, რომ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებმა დადებითად ჩაიაროს.

სხვა სტატიები