ლაუტარო მარტინესმა ბარსელონას ინტერესი დაადასტურა

35
ნახვა

“ბარსელონა” თავდასხმის გაძლიერებას დიდი ხანია უკვე გეგმავს. სულ მალე ანტუან გრიზმანის ტრანსფერიც დადასტურდება.

მანამდე კი კატალონიელები “ინტერის” არგენტინელი შემტევით, ლაუტარო მარტინესით დაინტერესდნენ.

21 წლის ფეხბურთელმა ესპანური გრანდის ინტერესი თავად დაადასტურა. მისი აგენტის, ალბერტო იაკეს თქმით, “ბარსელონა” დაინტერესებულია მარტინესით.

“ლაპარაკი იმაზე, რომ ბარსელონა ლაუტაროთი დაინტერესდა სიმართლეა. პირადად არავინ დაგვკავშირებია, თუმცა ვიცით, რომ მას აკვირდებიან. მართალია, რომ ბარსელონას ლაუტარო ძალიან მოსწონს” – განაცხადა იაკემ.

ლაუტარო მარტინესი “ინტერში” 2018 წლიდან თამაშობს. 35 შეხვედრაში 9 ბურთის გატანა შეძლო. ეროვნულ ნაკრებში ლაუტაროს 11 მატჩი აქვს ჩატარებული და 6-ჯერ გამოიჩინა თავი. 2019 წლის კოპა ამერიკაზე მან ორი ბურთის გატანა მოახერხა.

 

(35)

ლაუტარო მარტინესმა ბარსელონას ინტერესი დაადასტურა

სტატიის ავტორი
-