Belive

Le Parisien | პსჟ სერხიო რამოსის კონტრაქტს აუქმებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერხიო რამოსის პარიზული კარიერა შესაძლოა კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე დასრულდეს. გავლენიანი ფრანგული გამოცემა - Le Parisien აღნიშნავს, რომ პარიზული გრანდის მესვეურები რამოსის კონტრაქტის გაწყვეტის შესაძლებლობას განიხილავენ. ტრავმისა და გახანგრძლივებული სარეაბილიტაციო პროცესის გამო, სერხიო რამოსს პარიზული გრანდის მაისურით კვლავ არ უასპარეზია. უკანასკნელად, სერხიო რამოსი მოედანზე მაისში, "რეალის" რიგებში ვიხილეთ. Le Parisien-ის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ 35-წლის რამოსს მოქმედი კონტრაქტი პარიზელებთან 2023 წლამდე აკავშირებს, კლუბის წარმომადგენლები კონტრაქტის გაწყვეტის შესაძლებლობას აქტიურად განიხილავენ. სერხიო რამოსის გარშემო განვითარებულ მოვლენებს პრემიერ ლიგის გრანდები აქტიურად აკვირდებიან. "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" რამოსის მსურველთა სორის იყვნენ და კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა 35 წლის ვარსკვლავი პრემიერ ლიგის რომელიმე გრანდში ვიხილოთ.

სხვა სტატიები