Belive

ლებრონ ჯეიმსმა ლივერპულში საკუთარი წილი გაზარდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის მფლობელებმა Fenway Sports Group-მა კლუბში ახალი ინვესტორების მოყვანა გადაწყვიტეს. სპორტული მედიის ყურადღება კი ნაციონალური საკალათბურთო ასოაციაციის ერთ-ერთმა მთავარმა სუპერვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა მიიპყრო, რომელიც "მერსისაიდელების" მეწილე გახდა, ინფორმაცია ოფიციალურია და თავად Fenway Sports Group-იც ადასტურებს. 2011 წლის შემდეგ, ლებრონის მფლობელობაში "ლივერპულის" 2%-იანი წილი ისედაც გახლდათ, ამჟამად კი მის საკუთრებაში აქციების უფრო დიდი ნაწილი გადავიდა. დამატებითი აქციების შესაძენად 750 მილიონ დოლარიან ინვესტიციაზეა საუბარი, რომელიც RedBird Capital Partners-მა გაიღო.

ჯეიმსის 2%-იანი წილი, რომელიც 2011 წელს მან 4.7 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა, ახლა 37 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი ღირს, რაც კლუბის ბოლოდროინდელი აღზევების დამსახურებაა. ცნობისთვის, ლებრონ ჯეიმსი 2020 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიაში მე-5 პოზიციას იკავებდა.      

სხვა სტატიები