Belive

ლეგენდა რეალში ბრუნდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ლეგენდა, რაულ გონსალეს ბლანკო სამეფო გუნდში ბრუნდება. ესპანელი ფეხბურთელი 18 წლამდე გუნდს უხელმძღვანელებს. "რეალის" 18 წლამდე გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ალვარო ბენიტო თანამდებობას უახლოეს მომავალში დატოვებს. მის ადგილს კი სწორედ ყოფილი კაპიტანი დაიკავებს. რაული მადრიდელთა შემადგენლობაში 16 წლის განმავლობაში, 1994-2010 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში "სამეფო გუნდის" მაისური 741-ჯერ მოირგო და 323 ბურთიც გაიტანა. "რეალთან" ერთად 16 ტიტულის მოპოვება შეძლო. 6-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ესპანეთის სუპერ თასი 4-ჯერ მოიგო. 3-ჯერ აღმართა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის თასი. ერთხელ ევროპის სუპერ თასის მფლობელია. 2-ჯერ კი საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული.

სხვა სტატიები