Belive

ლეგენდამ დაიწყო - ლამპარდი საუკეთესოდ დაასახელეს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ჩელსის" თავკაცი ფრენკ ლამპარდი პრემიერლიგის წინა თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ახალბედა ინგლისელმა მწვრთნელმა ოქტომბერში 3 მატჩი მოიგო: "ბარნლის", "საუტჰემპტონის" და "ნიუკასლის" წინააღმდეგ. ბოლო ორ შეხვედრაში "არისტოკრატებმა" 4-4 გოლი გაიტანეს. გარდა ამისა, "ლურჯებმა" რეკორდიც დაამყარეს, მოიგეს რა ზედიზედ 4 სტუმრად ჩატარებული შეხვედრა ისე, რომ თითოეულ მათგანში სულ მცირე 3 ბურთი შეაგდეს. 41 წლის სპეციალისტმა გამოკითხვაში ლივერპულის მესაჭე იურგენ კლოპი, "ბრაიტონის" დამრიგებელი გრეჰემ პოტერი, "ლესტერის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი და "ასტონ ვილას" მეთაური დინ სმიტი დაამარცხა. "ჩელსის" ლეგენდამ აღნიშნული ჯილდო კარიერაში პირველად დაიმსახურა. პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში, "ჩელსი" 23 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი "კრისტალ პალასთან" 9 ნოემბერს გამართავს.

სხვა სტატიები