Belive

ლეგენდარული კაპიტანი კონტრაქტის გახანგრძლივების ზღვარზეა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერხიო რამოსის აგენტი და "რეალის" წარმომადგენლები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, მოლაპარაკებებს მართავენ. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში "სამეფო კლუბის" კაპიტანი კონტრაქტს გაახანგრძლივებს. სერხიო რამოსსა და ფლორენინო პერესს იდეალური ურთიერთობა აქვთ - კაპიტანი და პრეზიდენტი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად ხშირად ხვდებიან ერთმანეთს და გამონაკლისი არც რამოსის კონტრაქტის გახანგრძლივებაა. გავრცელებული ინფორმაციით, წარმომადგენლების შეხვედრამდე, კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი რამოსმა და პერესმა განიხილეს და შეთანხმებას მიაღწიეს. კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, სერხიო რამოსი "სამეფო კლუბის" ღირსებას 2024 წლის ივნისამდე დაიცავს. შეგახსენებთ, სერხიო რამოსი "რეალს" 2005 წელს შეუერთდა - მადრიდში გატარებული 15-წლიანი კარიერის მანძილზე, რამოსი 5-ჯერ გახდა ლა ლიგის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ტიტულს 4-ჯერ დაეუფლა.

სხვა სტატიები