Belive

ლეგენდარული ფრანსისკო ხენტო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ლეგენდა, ფრანსისკო ხენტო, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც 6 ევროპის ჩემპიონთა თასი ჰქონდა მოგებული ხენტო "რეალის" რიგებში 1953-1971 წლებში ასპარეზობდა. 18-წლიანი კარიერის განმავლობაში, ევროპის თასების გარდა, ესპანეთის ჩემპიონატი (12), სუპერ თასი (2) და საკონტინენტთაშორისო თასი (1) მოიგო. პოზიციის მარცხენა შემტევმა, ამ პერიოდში 600 მატჩი გამართა და 182 გოლის გატანა შეძლო. სანაკრებო დონეზე, ხენტომ ესპანეთის ნაკრების მაისურით 43-ჯერ მოირგო და 1962 და 1966 წლების მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, პახო ხენტო 20-ე საუკუნის 30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის შეიყვანა. მადრიდის "რეალმა" კი, 2016 წელს, ლეგენდარულ ფეხბურთელს ღვაწლი დაუფასა და კლუბის საპატიო პრეზიდენტად გამოაცხადა.

სხვა სტატიები