Belive

ლეგენდების ელ კლასიკო | ბარსელონა რეალის დაპირისპირების თარიღი ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონასა" და "რეალის" ლეგენდების დაპირისპირება თელ-ავივში შედგება. კატალონიური გრანდისა და სამეფო კლუბის ლეგენდების მატჩი, 20 ივლისს, "ბლუმფილდზე" გაიმართება. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" შემადგენლობაში ისეთი სახელოვანი ვარსკვლავების ხილვა იქნება შესაძლებელი, როგორიცაა: რონალდინიო, რივალდო, დეკო, გაიზკა მენდიეტა, ხავიერ სავიოლა და რონალდ დე ბური.  აღსანიშნავია, რომ ეს იმ ვარსკვლავთა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ლეგენდების "ელ კლასიკოზე" ვიხილავთ. ორივე გუნდის მხრიდან საბოლოო შემადგენლობები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამ წუთისათვის დადასტურებული ინფორმაციით, "რეალის" შემადგენლობაში რობერტო კარლოსსა და ლუიშ ფიგუს ვიხილავთ.

სხვა სტატიები