Belive

იმპერატორის დაბადება სტადიო ოლიმპიკოზე

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

 

24 წლის წინ, 1994 წელს ლეგენდარულმა იტალიელმა შემტევმა მფრანჩესკო ტოტიმ "რომას" მაისურით პირველი გოლი გაიტანა. იტალიელი ფეხბურთელის კარიერა თავიდან ბოლომდე "რომას" უკავშირდება.  მან პირველი ნაბიჯები "ჯალოროსის" ბავშვთა გუნდში გადადგა. ტოტის რომაული კარიერა 1992 წელს დაიწყო. 25 სეზონის მანძილზე, "ჯალოროსის" რიგებში ჩატარებულ 619 შეხვედრაში, ტოტიმ 307 გოლი გაიტანა. ლეგენდის სანაკრებო კარიერა არანაკლებ ბრწყინვალე და ტიტულოვანი გამოდგა. 2006 წელს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში, ტოტი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ტოტიმ საკლუბო კარიერა 2017 წელს დაასრულა. ლეგენდის უკანასკნელ შეხვედრას, ჯალოროსის სავსე ტრიბუნები ადევნებდა თვალს.

სხვა სტატიები