Belive

ლეგიონერების ლიმიტი თურქეთში გადაიდო - ნინუას ტრანსფერს დაბრკოლება აღარ ექნება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩემპიონატში დაგეგმილი ცვლილებები 1 წლით გადაიდო. კერძოდ, სიახლე ლეგიონერების რაოდენობის შეზღუდვას ეხება, რაც ნიკა ნინუას "ბეშიქთაშში" ტრანსფერს ხელს უშლიდა. მრავალი თურქული გამოცემა წერდა, რომ უცხოელი ფეხბურთელების ლიმიტის დაწესება "დინამო თბილისის" ნახევარმცველის "ბეშიქთაშში" გადასვლას შეაფერხებდა. საუბარი იყო იმის შესახებაც, რომ ნინუას თურქული კლუბი შეიძენდა, თუმცა 1 წლით მას სხვა გუნდში გაანათხოვრებდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ცვლილება მომდევნო სეზონამდე გადაიდო, ნიკას ტრანსფერს "ბეშიქთაშში" დაბრკოლება აღარ ექნება.    

სხვა სტატიები