Belive

ლეო მესი 2021 წლის ოქროს ბურთის მოგების სამ საუკეთესო კანდიდატს შორის ვერ მოხვდა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ფრანგული გამოცემა L'Equipe ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ 2021 წლის "ოქროს ბურთის" მოგების სამ საუკეთესო კანდიდატს შორის ვერ მოხვდნენ.  ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის მიხედვით "ბარსელონასა" და "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავები, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ 2021 წლის "ოქროს ბურთის" მოგების კანდიდატებს შორის სამეულს მიღმა დარჩნენ. ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს მიღების მთავარ ნომინანტებად რობერტ ლევანდოვსკი, კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი დასახელდნენ. ამ სამეულიდან კი ჯილდოს მოგების ფავორიტად პოლონელი თავდამსხმელი დასახელდა. მოსალოდნელია, რომ 2021 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოება 2006 წლის შემდეგ იქნება პირველი, როცა ჯილდოს მოგების სამ საუკეთესო კანდიდადტს შორის ვერც მესის და ვერც რონალდუს ვერ ვიხილავთ. "ბარსელონას" არგენტინელი სუპერვარსკვლავი ბრწყინვალე კარიერის მანძილზე ექვსგზის "ოქროს ბურთის" მფლობელია, ხოლო კრიშტიანუ რონალდუს აღნიშნული ჯილდო 5-ჯერ აქვს მიღებული. როგორც ცნობილია, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას გამოეთიშა როგორც მესის გუნდი (ბარსელონა), ისე რონალდუს გუნდი (იუვენტუსი). ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირიდან ნაადრევად გამოთიშვა 2021 წლის "ოქროს ბურთის" მოგების შანსს ნამდვილად ამცირებს. მიმდინარე სეზონში ლეო მესიმ "ბარსელონას" მაისურით 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 25 გატანილ გოლთან ერთად 11 საგოლე გადაცემაც შესარულა. მესის მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი არ აქვს, თუმცა არგენტინელს "ბარსელონასთან" ერთად ლალიგისა და კოპა დელ რეის მოგება შეუძლია. რაც შეეხებათ ლევანდოვსკის, მბაპეს და ჰოლანდს, სამივე მათგანი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება. "ბაიერნის" პოლონელმა სუპერვარსკვლავმა ბუნდესლიგის 23 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა, რაც ბრწყინვალე შედეგია. "დორტმუნდის" ნორვეგიელმა ახალგაზრდა ტალანტმა ერლინგ ჰოლანდმა ბუნდესლიგაში 19 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და ამ შედეგით მხოლოდ ლევანდოვსკის ჩამორჩება, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში ჰოლანდი პირველობას არავის უთმობს და 10 გატანილი გოლით პირველ პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება "პარი სენ-ჟერმენის" შემტევს კილიან მბაპეს, მან ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე თავი ექვსჯერ გამოიჩინა, მათ შორის იყო ჰეთ-თრიქი "კამპ-ნოუზე" "ბარსელონასთან".    

სხვა სტატიები