Belive

ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ჩატარებული ბრწყინვალე შეხვედრის შემდეგ, ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. "ბლაუგრანას" კაპიტანმა "დეზების" წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა. ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისათვის ლეო მესისთან ერთად, ნეიმარი ("პარი სენ-ჟერმენი"), პაულო დიბალა ("იუვენტუსი") და ედინ ჯეკო ("რომა") იბრძოდნენ. სამივე მათგანმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში. აღსანიშნავია, რომ უეფას მიერ შედგენილ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ლეო მესი ვერ მოხვდა.

სხვა სტატიები