Belive

ლეო მესი: "ჩემს შეცდომებზე პასუხისმგებელი ვარ, მინდა ყველაფერს ნათელი მოვფინო"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ გუნდში არსებული მდგომარეობის და მთელი ზაფხულის განმავლობაში, კლუბიდან მისი შესძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციების შესახებ ისაუბრა.
"ამდენი უთანხმოების შემდეგ, მინდა ამ ყველაფერს ბოლო მოეღოს. "ბარსელონას" ყველა გულშემატკივარი უნდა გაერთიანდეს და დაიჯეროს, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს შეცდომებზე, მაგრამ ისინი მხოლოდ კლუბის უკეთესობისა და გაძლიერებისკენ იყო მიმართული.  ახლა, ვნებისა და ენთუზიაზმის კომბინაცია არის ერთადერთი გზა მიზნების მისაღწევად. ერთიანობა და ყოველთვის ერთი და იგივე მიმართულებით მოძრაობა. მინდა "ბარსას" ყველა ქომაგს მივმართო. თუ რაღაც მომენტში ჩემს მიერ ნათქვამი ან გაკეთებული რამე განცხადება, შეიძლება რომელიმე თქვენგანისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, ვიტყვი, რომ მე ამას მხოლოდ კლუბის უკეთესი მომავლისთვის ვაკეთებდი", - თქვა 33 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა.
გუნდში არსებული მძიმე მდგომარეობის ფონზე და კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუსთან უთანხმოების გამო, წინა სეზონის დასრულების შემდეგ, 6 ოქროს ბურთის მფლობელს "ბლაუგრანას" დატოვება სურდა, მაგრამ კონტრაქტის პირობების გამო მან ეს ვერ მოახერხა. კატალონიელებმა ლა ლიგა გამარჯვებით დაიწყეს. რონალდ კუმანის გუნდმა "ვილიარეალი" - 4:0 დაამარცხა, მესიმ კი პენალტი ზუსტად შეასრულა.

სხვა სტატიები