Belive

ლეო მესი El Mundos-ს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ესპანურმა გამოცემა El Mundo-მ მესისა და "ბარსელონას" შორის 2017 წელს გაფორმებული კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროვა. გაზეთმა სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა "მესის კონტრაქტი, რომელიც "ბარსას" ანგრევს". ესპანური გამოცემის მიხედვით, მესისა და "ბარსელონას" შორის გაფორმებული კონტრაქტით, რომელიც 2021 წლის ზაფხულში იწურება, არგენტინელმა სუპერვარკვლავმა ჯამში 555 237 619 მილიონი ევრო უნდა მიიღოს. El Mundo-ს მტკიცებით, კონტრაქტის მიხედვით ლეო მესი სეზონში 138 მილიონ ევროს გამოიმუშავებს (ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსები). კონტრაქტში კიდევ ორი მნიშვნელოვანი პუნქტია: 115,225,000 ევრო კონტრაქტის გაფორმებისთვის და 77,929,955 ევრო კლუბის ერთგულებისთვის. მოსალოდნელი იყო, რომ ესპანური გამომცემლობის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას მწვავე საპასუხო რეაქცია მოჰყვებოდა. 33 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი სიტუაციამ აღაშფოთა და თქვა, რომ მსგავსი რამ გაუგონარია. მესის მიაჩნია, რომ იგი კლუბიდან ვიღაცამ გაყიდა და ჟურნალს გადასცა იმ დოკუმენტის დეტალები, რომელიც უსაფრთხო ადგილას უნდა ინახებოდეს. RAC1-ის ცნობით ლეო მესი El Mundo-ს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს და ამ საკითხზე მისი ადვოკატები უკვე მუშაობენ. ამ საკითხთან დაკავშირებით "ბარსელონამ'' ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
" "ბარსელონა" წუხილს გამოთქვამს, რომ მესისა და კლუბს შორის გაფორმებული პროფესიონალური კონტრაქტის დეტალები, რომელიც ორივე მხარის შეთანხმებით კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო, გასაჯაროვდა". " კლუბი არ არის პასუხისმგებელი ამ დოკუმენტის გამოქვეყნებაზე და აუცილებლად იქნება სამართლებლივი ზომები მიღებული El Mundo-ს წინააღმდეგ, იმ ზიანისათვის, რომელიც ინფორმაციის გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს". " კლუბი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ლეო მესის და აღკვეთს მისი სახელის დისკრედიტაციის ნებისმიერ მცდელობას და ასევე მისი კლუბთან ურთიერთობის გაფუჭების მცდელობას".
Marca-მ გაასაჯაროვა იმ პირების ვინაობა, რომლებსაც მესის კონტრაქტზე ჰქონდათ წვდომა. მათ შორის არიან ხოსეპ მარია ბართომეუ, კარლეს ტუსკეტსი, ოსკარ გრაუ და კიდევ 2 პირი. შესაბამისად, მესის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში სარჩელის ობიექტები სწორედ სწორედ ის პირები იქნებიან, რომლებსაც დოკუმენტებზე წვდობა ჰქონდათ. შეგახსენებთ, რომ არგენტინელის მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. თუ გავითვალისწინებთ ბოლოდროინდელ მოვლენებს, სავარაუდოა, რომ მესიმ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არც კი იფიქროს და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.  

სხვა სტატიები