Belive

ლეო მესი ხავის გაუთანაბრდა - ისინი პირველ ადგილს იყოფენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლალიგის 23-ე ტურში "ბარსელონა" "ალავესს" მასპინძლობს. შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო კატალონიური გრანდის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლეო მესიმ. აღნიშნული შეხვედრა ლეო მესისთვის 505-ეა ლალიგაში "ბარსელონას" რიგებში. ამ მაჩვენებლით არგენტინელი "ბარსელონას" ყოფილ მოთამაშეს და თანაგუნდელს, ლეგენდარულ ხავი ერნანდეს გაუთანაბრდა. მე-3 ადგილთან სხვაობა ძალიან დიდია. მე-3 ადგილზე ანდრეს ინიესტაა 442 შეხვედრით.


 
მოქმედი ფეხბურთელებიდან ტოპ-ოთხეულშია სერხიო ბუსკეცი, მის ანგარიშზე ლალიგაში "ბარსას" შემადგენლობაში 398 მატჩია. ყველა ტურნირზე ერთად აღებული მატჩების რაოდენობითაც პირველ ადგილს ხავი 767 მატჩით იკავებს, ლეო მესი მას 8 თამაშით ჩამორჩება. არგენტინელი სუპერვარსკვლავის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ერთად აღებული უკვე 759 მატჩია. იმ შემთხვევაში თუ მესი ლალიგის მომდევნო ტურში მიიღებს მონაწილეობას არგენტინელი მორიგ რეკორდს დაამყარებს და ხავისაც უკან ჩამოიტოვებს. ლალიგის მიმდინარე სეზონში "ოქროს ბურთის" ექვსგზის მფლობელმა 14 გოლის გატანა შეძლო. შეგახსენებთ, რომ მესის კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ჯერჯერობით მის გახანგრძლივებაზე მხარეები არ შეთანხმებულან.

სხვა სტატიები