Belive

ლეო მესი - რას ფიქრობენ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები მის შესახებ?!

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

2022 წლის 24 ივნისს, ლეო მესი 35-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. სამწუხაროდ, არგენტინელი სუპერვარსკვლავის ყოველი მომდევნო დაბადების დღე, აახლოვებს თარიღს, რომლისაც ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ეშინია - თანამედროვე ფეხბურთი მესის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა, ლეგენდარულ ფეხბურთელებსაც კი ასაკის მატებასთან ერთად, ბრწყინვალე ფორმის შენარჩუნება და ვარსკვლავურ დონეზე ასპარეზობა უჭირთ. დადგება დრო, როდესაც ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი, ბუცებს კედელზე დაკიდებს და ეპოქალურ კარიერას დაასრულებს. ტიტულოვანი, პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ დიდებული ეპოქა შექმნეს, რომელიც თანდათან დასასრულს უახლოვდება. იმედია, ორივე მათგანი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეძლებს ასპარეზობას და 30-იანი ან თუნდაც 40-იანი წლები მათთვის მხოლოდ ციფრები იქნება, მაგრამ, მესისა და რონალდუს კარიერის დასრულების თარიღი, იმაზე ახლოსაა, ვიდრე ჩვენ გვინდა, რომ წარმოვიდგინოთ. იმ დროს, როდესაც ლეო მესი 35-ე დაბადების დღეს აღნიშნავს, გადავწყვიტეთ შევქმნათ კოლაჟი, რომელშიც თავმოყრილი იქნება მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების ციტატები არგენტინელი სუპერვარსკვლავის შესახებ. რა თქმა უნდა, ყველა ციტატის შეკრება წარმოუდგენელია. ძნელად თუ ვინმე გაგვახსენდება, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის საკულტო წარმომადგენლები, ასე ადიდებენ. იოჰან კრუიფი "მსოფლიო ფეხბურთისათვის მესი საგანძურია, იმიტომ, რომ ის არის მისაბაძი მაგალითი მილიონობით ბავშვისათვის მთელს მსოფლიოში. მესი იქნება ფეხბურთელი, რომელიც ისტორიას დარჩება, როგორც ყველაზე მეტი "ოქროს ბურთის" მფლობელი. ის მოიგებს 5,6 ან 7 "ოქროს ბურთს". მესი უკონკურენტოა. ის სრულიად სხვა ლიგაა". არსენ ვენგერი "ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? ლეო მესი. ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი? ლეო მესი".

ხავი "ნათელია, რომ მესი სხვებთან შედარებით ერთი საფეხურით მაღლა დგას. ის, ვინც ამას ვერ ამჩნევს - ბრმაა". ჟოზე მოურინიო "მესი ფეხბურთის ღმერთია. როდესაც მესის აქვს ბურთი და შენს წინააღმდეგაა მკვდარი ხარ". ლუიშ ფიგუ "ჩემთვის მესის თამაშის ყურება უდიდესი სიამოვნებაა - იგივეა, რომ განიცადო ორგაზმი - ეს არის წარმოუდგენელი სიამოვნება". კარლეს პუიოლი "ეს "ბარსელონა" ყოველთვის ემახსოვრებათ, როგორც მესის "ბარსელონა". ის ყველაფერზე მაღლაა, რაც კი ოდესმე მინახავს - ის უცხოპლანეტელია". ალან შირერი "მესი ყველა დროის საუკეთესოა. გოლები, უნარები, შრომისმოყვარეობა, იდენტობა, ის არის ხელოვანი". პოლ სქოულზი "ვფიქრობ იმ დიდებული ფეხბურთელების შესახებ, რომლებთანაც მოედანზე მითამაშია: ერიკ კანტონა, ზინედინ ზიდანი, პირლო, ხავი, რონალდუ - მესი ყველა მათგანზე დიდებულია". იურგენ კლოპი "რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელის მწვრთნელი ვიყავი. მამაჩემი პელეს აღმერთებდა, მაგრამ, მესი ყველა დროის საუკეთესოა". დიეგო მარადონა "ვნახე ფეხბურთელი, რომელიც არგენტინულ ფეხბურთში ჩემს სახელს დაჩრდილავს და მისი სახელია მესი. ის გენიოსია". უეინ რუნი "ვფიქრობ, მესი ჩემთვის ყველა დროის საუკეთესოა". ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მესის მარჯვენა ფეხი არ სჭირდება. ის მხოლოდ მარცხენას იყენებს და მიუხედავად ამისა, მსოფლიოში საუკეთესოა. წარმოიდგინეთ, რომ მარჯვენა ფეხსაც იყენებდეს - ამ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებოდით". პელე "მესი ძალიან მომწონს, ის დიდებული ფეხბურთელია. ტექნიკურად, ჩვენ თითქმის ერთი და იგივე დონეზე ვართ".

სხვა სტატიები