Belive

ლეო მესი რონალდინიოს დედის გარდაცვალებას ეხმაურება და ამხნევებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
“ბარსელონასა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მოთამაშის, ლეგენდარული ბრაზილელი ფეხბურთელის რონალდიონიოს დედა დონა მიგელინა 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი კოვიდ-19 გახდა. დეკემბრის თვიდან მოყოლებული დონა მიგელინა კორონავირუსს ბრაზილიის საავადმყოფოში ებრძოდა, თუმცა, სამწუხაროდ, შაბათს ჯანმრთელობის მკვეთრი გაურესების შედეგად გარდაიცვალა. რონალდინიოს, სოციალურ ქსელ "Instagram"-ზე მიუსამძიმრა და მიმართა ყოფილმა გუნდელმა - ლეო მესიმ. "რონი, სიტყვები არ მყოფნის ამ ტრაგედიაზე, ამის დაჯერება შეუძლებელია. გამძლეობასა და ნებისყოფას გისურვებთ შენ და მთელს ოჯახს. ძალიან ვწუხვარ ამ ფაქტის გამო, მშვიდად განისვენოს".

სხვა სტატიები