Belive

ლეო მესი: "თუ რამე არ შევცვალეთ, ნაპოლის ვერ მოვუგებთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლის" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩის წინ, "ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ, მოლოდინებსა და შანსებზე ისაუბრა. "რამდენიმე ხნის წინ ვთქვი, რომ თუ ისე გავაგრძელებთ თამაშს, როგორც გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენთვის ძალიან რთული იქნება. ჩვენი მცდელობები საკმარისი ესპანეთის ჩემპიონატის მოსაგებადაც კი არ აღმოჩნდა. თუ რამეს არ შევცვლით, ასე "ნაპოლის" ვერ დავამარცხებთ ", - თქვა არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა. ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე "ბლაუგრანა" ნეაპოლიტანელებს საშინაო არენაზე, 8 აგვისტოს დაუპირისპირდება, პირველი მატჩი იტალიაში ფრედ - 1:1 დასრულდა.

სხვა სტატიები