Belive

ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი რეკორდი დაამყარა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე უნიკალური მიღწევა დააფიქსირა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ზედიზედ მე-16 სეზონში გოლის გატანა მოახერხა. 33 წლის შემტევმა ეს რეკორდი ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, "ფერენცვაროშთან" მოგებულ (5:1) შეხვედრაში საგოლე გადაცემასთან ერთად ზუსტი პენალტიც შეასრულა. 6 ოქროს ბურთის მფლობელს ჩემპიონთა ლიგის 144 შეხვედრაში 116 გოლი აქვს გატანილი, მასზე მეტი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქტივშია - 130. მიმდინარე სეზონში ლეომ "ბარსას" მაისურით ხუთ მატჩში ითამაშა და 2 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები