Belive

ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე უნიკალური შედეგი დააფიქსირა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის, ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, "ბარსელონა" - "პსვ"-ს მასპინძლობს. კატალონიელთა არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, ლეო მესიმ, მატჩის 32-ე წუთზე შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით აიღო სტუმართა კარი. "პსვ"-ს კარში გატანილი გოლით, ლეო მესიმ პირადი სტატისტიკა კიდევ უფრო გაიუმჯობესა და უნიკალური შედეგი დააფიქსირა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, კალენდარული წლის მანძილზე, 8 გატანილი ჯარიმა დააგროვა. აგრეთვე, რაულის შემდეგ, ლეო მესი გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 14 გათამაშებაში შეძლო გოლის გატანა.

სხვა სტატიები