Belive

ლეო მესიმ ლა ლიგის მორიგი რეკორდი დაამყარა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" არგენტინელი სუპერვარსკვლავი კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა. ლა ლიგის მე-3 ტურში, "ბარსელონამ" - "უესკა" გაანადგურა, ანგარიშით 8:2. აღნიშნულ შეხვედრაში, ლეო მესიმ დუბლი გაიფორმა, ორჯერ კი თანაგუნდელებს გაატანინა. თანაგუნდელთათვის გაკეთებული 2 საგოლე გადაცემის შემდეგ, არგენტინელ სუპერვარსკვლავს, ლა ლიგაში შესრულებული 150 ასისტი დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ ამ კომპონენტში ლეო მესი ერთპიროვნული ლიდერია. ლა ლიგის არცერთ აქტიურ ფეხბურთელს აღნიშნული შედეგისათვის არ მიუღწევია. ამასთანავე, ლეო მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 21 საუკუნეში, ლა ლიგაში 150 შედეგიანი გადაცემა განახორციელა. ლეო მესიმ თანაგუნდელთა შორის, ყველაზე მეტი საგოლე პასით ლუის სუარესი მოამარაგა. "ბლაუგრანას" არგენტინელმა ლიდერმა, ურუგვაელი მეწყვილე 23 საგოლე პასით მოამარაგა.

სხვა სტატიები