Belive

ლეო მესიმ საჯარიმო დარტყმების შესრულების ტექნიკის საიდუმლო გაამხილა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო რამდენიმე წელია, ლეო მესი ჯარიმის საოცარი შესრულების ტექნიკით გაკვირვებს. მას კარიერაში 52 გატანილი საჯარიმო დარტყმა დაუგროვდა. არგენტინელმა ვარსკვლავმა საკუთარი საჯარიმო დარტმის შესრულების ტექნიკაზე ისაუბრა: "ყოველი მატჩის წინ ვუყურებ ვიდეოებს, თუ როგორ მოქმედებენ ჩემი მოწინააღმდეგე გუნდის კიპერები საჯარიმო დარტყმის დროს და მას შევისწავლი. ამის შემდეგ ვიწყებ იმაზე მუშაობს, თუ როგორ უნდა დავარტყა ჯარიმა ისე, რომ მეკარეს გოლი გავუტანო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის დეტალი, თუ როგორ აყენებენ მეკარეები ცოცხალ კედელს საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს. საჯარიმო დარტყმებს ვარჯიშებზე ძალიან დიდ დროს ვუთმობ და ვცდილობ, რომ ეს თამაშებშიც გამოვიყენო, რაც მგონი კარგად გამომდის."  

სხვა სტატიები