Belive

ლეო მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა?!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მანამ სანამ ლეო მესი საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს - ვერცერთი არგენტინელი ფეხბურთელი 10 ნომრიან მაისურს ვერ მოირგებს. აღნიშნული გადაწყვეტილება არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო. მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები კატასტროფული რეზულტატის შემდეგ, ლეო მესი არგენტინის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში აღარ გამოჩენილა. ჯერჯერობით უცნობია, დაასრულა თუ არა არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა სანაკრებო კარიერა - თუმცა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ პლანეტის გამორჩეულ ფეხბურთელს ღვაწლი დაუფასა. "ამ დროისათვის 10 ნომრიანი მაისური ლეო მესის ეკუთვნის. მანამ სანამ მესი საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ვერცერთი არგენტინელი ფეხბურთელი ვერ შეძლებს მისი ნომრის მორგებას. მომავალთან დაკავშირებით არაფრის თქმა შემიძლია, მაგრამ დღეს 10 ნომრიანი მაისური ხელშეუხებელია", განაცხადა არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

სხვა სტატიები