Belive

ლეო მესის 2 წლიანი სანაკრებო დისკვალიფიკაცია ემუქრება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინელ სუპერვარსკვლავს სანაკრებო დონეზე 2 წლიანი სადისკვალიფიკაცია ემუქრება. კოპა ამერიკის მესამე ადგილისათვის ბრძოლაში არგენტინა ჩილეს დაუპირისპირდა. აღნიშნული შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ლეო მესის წითელი ბარათით დაატოვებინა მოედანი - მატჩის შემდგომ გაკეთებული განცხადებების გამო კი შესაძლოა სუპერვარსკვლავს სანაკრებო დონეზე 2 წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯოს. "მათ ფინალში თამაშის უფლება არ მოგვცეს. კორუფცია და მსაჯები არის ის პრობლემა, რომელიც ფეხბურთს ანგრევს და სიამოვნებას კლავს, სიმართლე უნდა ითქვას," განაცხადა ლიონელ მესიმ. ლეო მესის დისკვალიფიკაციის საკითხს CONMEBOL-ი განიხილავს. იმ შემთხვევაში თუ ლეო მესის გაამტყუნებენ, მას სანაკრებო დონეზე 2 წლიანი სანაკრებო დისკვალიფიკაცია მიესჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ მესი არგენტინაში გასამართ კოპა ამერიკას გამოტოვებს.  

ასევე იხილეთ: “მე მედალი არ ავიღე” – მესი სკანდალური მატჩის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

სხვა სტატიები