Belive

ლეო მესის ემოციური სიტყვები იკერ კასილასის მიმართ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულთან" გამართული მატჩის შემდეგ, ლეო მესიმ იკერ კასილასს ემოციური სტატუსი მიუძღვნა. ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ბარსელონა" "ლივერპულს" დაუპირისპირდა. "კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით (3:0) დასრულდა. გასაკვირი არაა, რომ ლეო მესიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის გენიალურობას და განსაკუთრებული მატჩი ჩაატარა. "შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ "ენფილდზე" ურთულესი მატჩი გველის. "ლივერპული" უდიდესი გუნდია, რომელიც ჩვენს წნეხში მოქცევას შეეცდება. სეზონის გადამწყვეტი ეტაპი ახლოვდება და სწორედ ახლა გვმართებს განსაკუთრებული ერთიანობა. როგორც იქნა მომეცა შესაძლებლობა გავამხნევო იკერ კასილასი. ჩემი ფიქრები მასთანაა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - აღნიშნა ლეო მესიმ.
Untitled

სხვა სტატიები