Belive

ლეო მესის მორიგი ფენომენალური მიღწევა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, "იუვენტუსი" "ბარსელონას" დაუპირისპირდა. ტურინში გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 0:2 დასრულდა. "ბიანკონერის" კარში გატანილი მეორე გოლის ავტორი ლეო მესი გახდა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა 91-ე წუთზე ტერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსის" კარში გატანილი გოლის შემდეგ, ლეო მესიმ გერდ მიულერს გადაასწრო და ყველა დროის საუკეთესო მეგოლეებს შორის მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. 5. გერდ მიულერი - 720 4. ლეო მესი - 721  3. რომარიო - 734 2. კრიშტიანუ რონალდუ - 742 1. პელე - 767

ასევე იხილეთ: იუვენტუსი 0:2 ბარსელონა (მიმოხილვა)

სხვა სტატიები