Belive

ლეო მესის სასიამოვნო ჟესტი და ელჩეს გაოცებული მეკარე (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის პირველი ტურის გადადებულ შეხვედრაში, რომელიც 24 თებერვალს, "კამპ ნოუზე" შედგა და რომელშიც "ბარსელონამ" "ელჩე" - 3:0 დაამარცხა, ლიონელ მესიმ საკუთარი კლასი მატჩის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა 48-ე და 68-ე წუთებზე გატანილი გოლებით დუბლი გაიფორმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მეტოქე გუნდის მეკარე სასიამოვნოდ გააოცა. საფინალო სასტვენის შემდეგ, ედგარ ბადია 33 წლის თავდამსხმელთან მივიდა და მას მაისური სთხოვა, რაზეც ლეო დაუყოვნებლივ დათანხმდა და "ბარსას" 10-ნორმიანი მაისურიც ესპანელი კიპერის ხელში აღმოჩნდა. მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა, 6 ოქროს ბურთის მფლობელმა 29 წლის კარის დარაჯს სანაცვლოდ თავისი მაისური სთხოვა. ეს ერთი შეხედვით თავაზიანი ჟესტი გულისამაჩუყებელი მომენტად თავად ედგარ ბადიას რეაქციამ აქცია, რომელმაც ვერც კი დაიჯერა, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მას მაისურს სთხოვდა. მიმდინარე სეზონში, მესის ლა ლიგაში 18 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდ, რა მაჩვენებლითაც ესპანეთის ჩემპიონატის ერთპიროვნული ბომბარდირია, ხოლო ყველა ტურნირზე ჯამში ჩატარებულ 31 მატჩში 23 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს.  

სხვა სტატიები