Belive

ლეო მესის ტაქტიკა, რითაც მეტოქე მცველების სისუსტეებს იგებს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ალბათ ბევრს შეუმჩნევია, რომ კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი შემტევი, ლიონელ მესი მატჩების საწყის წუთებზე აქტიურობით არ გამოირჩევა. კლუბის ყოფილი თავკაცის, ერნესტო ვალვერდეს თქმით, პასიურობის უკან ლეოს სპეციალური მეთოდი იმალება.
The Fincial Times-თან სპეციალისტი შემდეგ რამეს აცხადებს: " თითოეული შეხვედრის დასაწყისში მესი ბურთს აიგნორებს და, მეტოქე გუნდის მცველთა შორის სიარულისას, მათ სტრატეგიას სწავლობს. როდესაც დრო გადის, ის ნელ-ნელა თამაშში ერთვება, ვინაიდან, ახლა მოწინააღდეგის სისუსტეები კარგად იცის".
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი, პეპ გვარდიოლაც საუბრობს. ესპანელი სპეციალისტი ლეოსთან ერთად "ბლაუგრანაში" 2008-2012 წლებში მუშაობდა.
"ყურადღება მაშინ უნდა გაამახვილო, როდესაც მესი მოედნიდან უჩინარდება. არგენტინელი მატჩის უდიდეს ნაწილს სიარულში ატარებს, რაც სიტუაციის ანალიზში ეხმარება. შესაძლოა. ის ლა ლიგის მასშტაბით ყველაზე ცოტას დარბის. როდესაც ბურთს მიიღებს, მის გონებაში დროისა და სივრცის სრულყოფილი ანალიზი უკვე არსებობს".
საინტერესოა, რომ 2017 წლის დეკემბერში გამართულ "ელ კლასიკოში" ლიონელმა მატჩის საკმაოდ დიდი მონაკვეთი სიარულში გაატარა, თუმცა თავის გამოჩენა გოლითა და საგოლე გადაცემით შეძლო. 2016 წელს, "არსენალთან" დაპირისპირებაში "ოქროს ბურთის" ექვსგზის მფლობელმა დუბლი გაიფორმა, თუმცა მოედანზე მყოფთა შორის, მეკარეთა შემდეგ, სირბილის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა. "ბლაუგრანას" კაპიტნის სათამაშო სტრატეგია ანალიზსა და ინსტიქტებზეა დამყარებული. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი ყველაფერს ბუნებრივად აკეთებს, მისი გონება ინფორმაციას მუდმივად ამუშავებს. ათიანმა "ბარსელონას" მაისურში 644 გოლი დააგროვა, რითაც ლეგენდარული პელეს რეკორდი გააუმჯობესა. ბრაზილიელ ფეხბურთელს ერთი კლუბის, "სანტოსის" რიგებში 643 გოლი ჰქონდა გატანილი.

სხვა სტატიები