Belive

ლეო მესის ტრავმის სიმძიმე ცნობილია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
20 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩში, სადაც კატალონიის "ბარსელონამ" "სევილიას" უმასპინძლა, კატალონიელთა გულშემატკივრებისთვის არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, მატჩის 26-ე წუთზე, კატალონიელთა ლიდერი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ლეო მესი დაშავდა (იხილეთ ვიდეო). არგენტინელი ფეხბურთელი უხერხულად დავარდა, რის შემდეგაც ხელის არეში დაზიანება მიიღო. ლეომ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და მის ნაცვლად მოედანზე, მსოფლიოს ჩემპიონი - უსმან დემბელე გამოვიდა. როგორც Sportbible და სხვა სანდო სპორტული წყაროები იუწყებიან, ლეო მესი კატალონიელებებს 3 კვირით გამოაკლდა. შესაბამისად, იგი ჩემპიონთა ლიგაზე მილანის "ინტერთან" და ლა ლიგაზე მადრიდის "რეალთან" მატჩს გამოტოვებს.

სხვა სტატიები