Belive

ლეო მესით კიდევ ერთი ინგლისური კლუბი ინტერესდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" 33 წლის კაპიტანს აქტიურად უკავშირებდნენ "მანჩესტერ სიტის", სადაც "ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მუშაობს. როგორც უკვე იცით, მესი "ბარსელონასთან" კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტას წინა ზაფხულს ცდილობდა და არგენტინელის სავარაუდო შემდეგ გუნდად ყველაზე აქტიურად "სიტი" სახელდებოდა. ესპანელი ჟურნალისტის, გიიომ ბალაგეს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით "ბარსელონას" არგენტინელი კაპიტნის საკუთარ რიგებში ხილვით კიდევ ერთი ინგლისური კლუბი - ლონდონის "ჩელსია" დაინტერესებული. "ბარსელონასთან" კონტრაქტი ლეო მესის 2021 წლის ზაფხულს ეწურება, იმ შემთხვევაში, თუ არგენტინელს კლუბის დატოვება კვლავ ენდომება, ლონდონელები მზად არიან იბრძოლონ მისი ტრანსფერისთვის. მესი ბარსელონაში 17 წლის ასაკიდან თამაშობს და გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა. ესპანეთის მიმდინარე სეზონში კატალონიური გრანდი არადამაჯერებლად გამოიყურება და 8 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 11 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება. არგენტინელმა შემტევმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრა გამართა და 3 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები