Belive

ლეონარდო ბონუჩი: "პედრიზე დიდი ტალანტი, არასდროს შემხვედრია..."

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა - ლეონარდო ბონუჩიმ, ევროპის ჩემპიონატის ფინალის წინ, პრესკონფერენციაზე ესპანეთთან განვლილ მატჩზე და ფინალზე ისაუბრა.
"მე არასდროს მინახავს ისეთი ნიჭიერი და უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელი, როგორიც პედრია. იგი ჯერ მხოლოდ 18 წლის არის და უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ბრავო მას, რომ ამ ასაკში ასე თამაშობს და ამდენი შეუძლია. თუ იგი ასე პროგრესირებას გააგრძელებს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება". - ლეონარდო ბონუჩი პედრიზე.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის პედრი "ბარსელონას" ძირითადის ფეხბურთელია. იგი 2020 წელს "ლას პალმასიდან" კატალონიურ კლუბში გადაბარგდა და 37 მატჩის ჩატარება უკვე შეძლო, სადაც გოლით თავი 3-ჯერ გამოიჩინა. ასევე, მან ევროპის ჩემპიონატზე ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა მატჩი სასტარტო 11-ეულში დაიწყო. პედრის ასევე ნათამაშები აქვს ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. EURO 2020-ის ფინალი 11 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, მატჩი ლონდონში, "უემბლის" სტადიონზე გაიმართება, სადაც ჩემპიონობისთვის იტალიისა და ინგლისის ნაკრებები იბრძოლებენ.

სხვა სტატიები