Belive

ლეონარდო: "გატუზოს გაშვებას არ ვაპირებთ!"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანის" სპორტული დირექტორის, ლეონარდოს განცხადებით, ჯენარო გატუზოს გათავისუფლებას გუნდის ხელმძღვანელობა არ გეგმავს. მისი თქმით, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში "მსგავს საკითხზე საუბარი არც ყოფილა." ლეონარდოს გატუზოს გაშვებასთან დაკავშირებით კითხვა "სამპდორიასთან" მარცხის შემდეგ (1:0) დაუსვეს. აღსანიშნავია, რომ გატუზოს ხელმძღვანელობით, "მილანი" სერია ა-ში მე-4 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის. "გატუზოს გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს, მაკვირვებს კიდეც თქვენი კითხვა. მისი გაშვება აზრადაც არ მოგვსვლია. თუკი ერთ დღეს გუნდი გატუზოსთან ერთად სკუდეტოს მოიგებს, ეს შესანიშნავი იქნება. გატუზომ "სან სიროზე" გუნდის ისტორია დაწერა და ვიმედოვნებთ, რომ იგი მწვრთნელის რანგშიც წარმატებული იქნება", - აღნიშნა ლეონარდომ.

ასევე იხილეთ: ლეონარდო: “ზაფხულში მილანს ზლატანის დაბრუნება სურდა”

სხვა სტატიები