ლეონარდო ჟარდიმმა შესაძლოა პრემიერლიგის გუნდი ჩაიბაროს

სეზონის კატასტროფულად ცუდი სტარტიდან გამომდინარე, “მონაკომ” პორტუგალიელი სპეციალისტი გასულ კვირას დაითხოვა. ჟარდიმის გათავისუფლების შემდეგ, ევროპული ტაბლოიდები მისი მომავალი კლუბის თაობაზე სპეკულირებენ. უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟარდიმის კარიერა შესაძლოა პრემიერლიგაში გაგრძელდეს.

პრემიერლიგის ბინადარი “ლესტერი” კლოდ პუელის ალტერნატივად ლეონარდო ჟარდიმის კანდიდატურას განიხილავს. წყაროს მტკიცებით, “ლესტერს” ჩინური კლუბებიც უწევენ კონკურენციას.

 

(198)

ლეონარდო ჟარდიმმა შესაძლოა პრემიერლიგის გუნდი ჩაიბაროს

სტატიის ავტორი
-