Belive

ლეონიდ სლუცკი: "კვარაცხელია მხოლოდ დრიბლიორი-მოცეკვავე არ არის"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ თავისი გუნდის და საქართველოს ნაკრების შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭის და შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა. "ხვიჩა დიდი ტალანტია. ის არსებულ ნიჭს კარგად იყენებს და მისი შეკვეცა და ხელის შეშლა მარტივი არ არის.  ხვიჩა ძალიან სწრაფია, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი. ის მხოლოდ დრიბლიორი-მოცეკვავე არ არის, როგორც ამას ბევრი ფიქრობს. მას აქვს ყველაზე დიდი შემტევი პოტენციალი მთელს რუსეთის ჩემპიონატში. ერთი-ერთზე ორთაბრძოლაში შესვლის დროს მას მეტოქეზე 20-ჯერ დიდი უპირატესობა აქვს. ხვიჩას იშვიათად კარგი თვისებების კომბინაცია აქვს.  თავდაპირველად მას ინგლისურად ვესაუბრე, მაგრამ მივხვდი, რომ რუსულზე ცუდად იცოდა, ახლა რუსულად უკეთ საუბრობს, თუმცა მთლიანობაში ცუდად.  თუ იმ ფეხბურთელთან პარალელს გავავლებთ, ვისთანაც მიმუშავია, ხვიჩას მარტინ ოდეგორს შევადარებდი, რომელიც არნემის "ვიტესში" თამაშობდა", - თქვა გამოცდილმა რუსმა სპეციალისტმა YouTube-ს რუსულ არხთან ინტერვიუში. ამ სეზონში კვარაცხელიამ საკლუბო და სანაკრებო დონეზე 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები