Belive

ლეონიდ სლუცკი: "კვარაცხელიას ტრანსფერზე აჟიოტაჟი გადაჭარბებული იყო"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა,. ლეონიდ სლუცკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტთან" ინტერვიუში ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელი მდგომარეობის და სათამაშო ფორმის შესახებ ისაუბრა.
"რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, კარგად მესმის, რომ ყველა ქართველ გულშემატკივარს აწუხებს მისი მდგომარეობა, როგორც მე. ასევე აინტერესებთ, რა ხდება მის თავს. იმ აურზაურს, რაც ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ იყო, არ შეიძლება 20 წლის ახალგაზრდას ფსიქოლოგიაზე გავლენა არ მოეხდინა. კლუბში არაერთხელ ითქვა, რომ „რუბინს“ მის ტრანსფერზე არანაირი შემოთავაზება არ მიუღია. იმაზე ლაპარაკი, რომ „რუბინი“ გადამეტებულ ფასს ასახელებდა, თითიდან გამოწოვილია. ჩემთან მოლაპარაკება არავის ჰქონია. ის აჟიოტაჟი, რაც მისი გარემოცვის და აგენტის მხრიდან შეიქმნა, გადაჭარბებული გახლდათ, ვიდრე რეალური მოთხოვნა. როდესაც საუკეთესო თამაშებს ატარებდა, ნებისმიერ დონეზე შეეძლო გამოსვლა. მაგრამ როგორც ბოლო დროს გამოიყურება, „რუბინის“ სასტარტო შემადგენლობაშიც ვერ ითამაშებს. ადამიანები, ვინც გარშემო არიან, უნდა ფიქრობდნენ არა საკუთარ ამბიციებზე, არამედ, ძალიან ნიჭიერი ადამიანის მომავალზე, რომელიც ჯერ კიდევ არაა სტაბილური ფსიქიკის მქონე. გვესმის, არწასვლას რამხელა ტკივილის მიყენება შეეძლო. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ბრილიანტს, რომელსაც მტვერი უნდა მოვაცილოთ და არავის უფლება არ უნდა მივცეთ, ჭუჭყში ამოსვაროს", - თქვა "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა.
ამ სეზონში 20 წლის ქართველ ფეხბურთელს "რუბინის" მაისურით 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 1 გოლი გატანილი და 1 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

სხვა სტატიები