Belive

L'Equipe - არაბული საინვესტიციო ფონდი მილანისა და ლილის შეძენას გეგმავს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ახლო აღმოსავლეთის საინვესტიციო ფონდი - Investcorp-ი, იტალიური "მილანისა" და ფრანგული "ლილის" შეძენას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe ავრცელებს. ფრანგული გამოცემის მტკიცებით, "როსონერის" წარმომადგენლებსა და Investcorp-ს შორის მოლაპარაკებების პირველი ეტაპი უკვე შედგა. ახლო აღმოსავლეთის საინვესტიციო ფონდი (Investcorp) 1982 წელს დაარსდა. ფონდის სათავო ოფისი ბაჰრეინში მდებარეობს და იგი გავლენიან არაბულ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს ინვესტიცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში განახორციელონ. შეგახსენებთ, სერია ა-ს 32 ტურის შემდეგ, "მილანი", 68 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება. უახლოეს მდევრებს" ინტერსა" და "ნაპოლის 66-66 ქულა აქვთ. რაც შეეხება "ლილს" - საფრანგეთის ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონი მიმდინარე სეზონში არც ისე დამაჯერებლად ასპარეზობს. 31 ტურის შემდეგ, "ლილის" აქტივში 48 ქულაა და გუნდი მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

სხვა სტატიები