Belive

ლესტერის მფლობელი ტრაგიკულად გარდაიცვალა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის კლუბ "ლესტერის" მფლობელი, ვიჩაი შრივადანაპრაბჰა ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფა "ლესტერის" სტადიონთან ახლოს მოხდა. შემთხვევის დროს ვერტმფრენის ბორტზე ვიჩაი შრივადანაპრაბჰა, ორი პილოტი და "ლესტერის" ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა. თვითმხილველთა მტკიცებით, პილოტმა საკუთარი და ბორტზე მყოფი ადამიანების სიცოცხლის ფასად ასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ტაილანდელი მილიარდერის ტრაგიკული გარდაცვალების გამო უამრავმა ადამიანმა გამოთქვა წუხილი. მომხდარს, ერთ-ერთი პირველი მადრიდის "რეალი" გამოეხმაურა. "მადრიდის "რეალი" დამწუხრებულია მომხდარით, ვუთანაგრძნობთ ვიჩაი შრივადანაპრაბჰასა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს", - ნათქვამია მადრიდელთა მიერ გავრცელებულ ოფიციალურ მოხსენებაში.

სხვა სტატიები