Belive

ლესტერის პრეზიდენტის ცხოვრების უცნობი დეტალები

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ავიაკატასტროფაში გარდაცვლილმა, ვიჩაი შრივადანაპრაბჰმამ გარდაცვალებამდე ქველმოქმედებით გაითქვა სახელი. "ლესტერის" მფლობელის სახელს არაერთი გამორჩეული ქმედება უკავშირდება.
  • შეიძინა მძიმე მდგომარეობაში მყოფი "ლესტერი" და გაისტუმრა კლუბის დავალიანება 100 მილიონი ფუნტი.
  • ლესტერის უნივერსიტეტის სამედიცინო დეპარტამენტს შესწირა 1 მილიონი ფუნტი. ლესტერის ლაზარეთს საჩუქრად გადასცა 1 მილიონი ფუნტი, დამატებით 2 მილიონი ფუნტი ბავშვთა მშენებარე საავადმყოფოს შესწირა.
  • "ლესტერის" გულშემატკივრებს გაუმასპინძლდა უფასო ლუდით, საკვებითა და ტკბილეულობით. აგრეთვე უზრუნველჰყო გულშემატკივართა უფასო გადაადგილება გასვლით მატჩებში.
  • მისი მეთაურობით "ლესტერი" ჩემპიონშიპიდან პრემიერლიგაში აღზევდა.
  • მისი მეთაურობით "ლესტერმა" მოიპოვა პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული.
  • ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, ვიჩაიმ "ლესტერის" თითოეულ ფეხბურთელს ავტომობილი გადასცა საჩუქრად.
  • მისი მეთაურობით "ლესტერმა" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე იასპარეზა.
  • მან გააერთიანა ქალაქი ლესტერი.

სხვა სტატიები