Belive

ლესტერის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ცნობილია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
27 ოქტომბერს, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა - მათ შორის იყო "ლესტერის" პრეზიდენტი, ვიჩაი შრივადანაპრაბჰა. შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ საბოლოოდ დაასრულა მუშაობა და ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი დაადგინა. ვიჩაი შრივადანაპრაბჰას კუთვნილი ვერტმფრენი (Augusta AW169), რომელიც 6.7 მილიონ ფუნტად იყო შეფასებული აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, "ლესტერის" პრეზიდენტის კუთვნილი ვერტმფრენი 30 სანტიმეტრიანი დეტალის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად ჩამოვარდა.
საავიაციო ინციდენტების საგამოძიებო ბიუროს მიერ გავრცელებული დასკვნის მიხედვით, პილოტის პედლებისა და კუდის ხრახნის დამაკავშირებელი დეტალი მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც კუდის ხრახნი აღარ ფუნქციონირებდა. 8-გვერდიანი დასკვნის თანახმად, კუდის ხრახნის ფუნქციონირების შეწყვეტის შედეგად, პილოტისათვის ვერტმფრენის დამორჩილება შეუძლებელი გახდა.

სხვა სტატიები