Belive

ლესტერის საოცარი ტრიუმფის შემოქმედი პრემიერლიგაში ბრუნდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიელი სპეციალისტი, კლაუდიო რანიერი "პრემიერლიგა"-ში ბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რანიერი "ფულემს" შეუთანხმდა. აღნიშნულ თანამდებობაზე ის სლავისა იოკანოვიჩს შეცვლის. მიმდინარე სეზონის დასაწყისში, "ფულემმა" თანხა დახარჯა გასაძლიერებლად, თუმცა გუნდი ბოლო ადგილზეა და თამაშს თამაშზე აგებს. ხელმძღვანელები სერბით უკმაყოფილოები არიან. კლაუდიო რანიერიმ "ლესტერი" საუკუნის ტრიუმფატორად აქცია. 2015-16 წლების სეზონში მისი თავკაცობით "მელიებმა" "პრემიერლიგა" მოიგეს. ბოლოს რანიერი "ნანტი"-ში მუშაობდა. ახლა კი, სავარაუდოდ, ის "ფულემს" ჩაიბარებს.

სხვა სტატიები