Belive

"ლესტერმა" ჩენგიზ უნდერი დაიმატა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლესტერმა" "რომასთან" 23 წლის თურქ ფეხბურთელზე შეთანხმებას მიაღწია და სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით ჩენგიზ უნდერი დაიმატა. თურქმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში "რომას" მაისურით 70 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 13 გოლი გაიტანა. 23 წლის მოთამაშე თავის ახალ გუნდს "ბარნლისთან" გასამართ შეხვედრამდე შეუერთდება. LCFC.com - საუბრისას უნდერმა განაცხადა: "მოუთმენლად ველი ლესტერში ჩასვლას და ვარჯიშის დაწყებას. ყოველთვის ვოცნებობდი ინგლისში თამაშზე". "ყველანაირად ვეცდები დავეხმარო თანაგუნდლებს, მჯერა, რომ ყოველდღიურად შემეძლება გავაუმჯობესო საკუთარი თამაში. ვთვლი, რომ საკმაოდ სწრაფი ვარ და ამიტომ შევძლებ ბევრი მომენტი შევუქმნა თანაგუნდელებს".

სხვა სტატიები